"ქართული ოცნება" პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების"

„ქართული ოცნება" პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების, - ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძემ ასევე განაცხადა, რომ „დემოკრატიული ფესტივალი“, ეს არის სივრცე, პლატფორმა, სადაც ხვდებიან მოქალაქეები, ამომრჩევლები და პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს.

„ქართულ ოცნებას" პანიკურად ეშინია საკუთარი მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების. „დემოკრატიული ფესტივალი“, ეს არის სივრცე, პლატფორმა, სადაც ხვდებიან მოქალაქეები, ამომრჩევლები და პოლიტიკური პარტიები. მოქალაქეები პირისპირ ეცნობიან პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ეცნობიან პოლიტიკური პარტიების ხედვებს. მყარდება პირდაპირი კონტაქტი ამომრჩეველსა და პოლიტიკურ პარტიას შორის. ზუსტად ამის ეშინია" ქართულ ოცნებას". " ქართული ოცნება" პანიკურ შიშშია, ეშინია საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების და ოპოზიციური პარტიების",- აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

IPN