"ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს..." - პოლ რობინსონმა გიორგის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

"ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს..." - პოლ რობინსონმა გიორგის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ბრიტანულ მედიაში გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

The Telegraph-ის ჟურნალისტმა ლუკ ედვარდსმა BBC Radio 5 Live-ის ფეხბურთის ყოველდღიური Podcast-ში საუბრისას, ყურადღება სწორედ ჩვენებურის შესახებ გაამახვილა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ "ლივერპულს" ამ ზაფხულს მეკარის პოზიციაზე ამდენი ფულის დახარჯვა ესაჭიროება.

თუ მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში გადავა და "მერსისაიდელთა" ფორმას მოირგებს, მაშინ ის იჯარით წავა, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი მეკარეა, ყველა საჭირო ინგრედიენტით", - თქვა ედვარდსმა.

თავისი აზრი დააფიქსირა ცნობილმა მეკარე პოლ რობინსონმაც, რომელსაც ინგლისის ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში მოურგია, პრემიერ ლიგაში კი "ლიდსის", "ტოტენჰემის", "ბლექბერნისა" და "ბარნლის" ღირსებას იცავდა.

"თუ მამარდაშვილის კვირიდან კვირამდე არ ითამაშებს, ეს როგორც მისი მეკარის განვითარებას შეაფერხებს, ასე, რომ მისი იჯარით გაფორმებას არ ვეთანხმები.

გააგრძელეთ კითხვა