"გული მწყდება, რომ ჩემი შვილები ისე იზრდებიან, მათთან ყოველდღიური შეხება არ მაქვს" - როგორ იქცა ოლიმპიელების მემატიანედ გიორგი ჭინჭარაული და რა გზა გაიარა სპორტულ მედიცინამდე?
ის ოფიციალურად ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციაზეა მიმაგრებულია, თუმცა საჭიროებისამებრ, მოჭიდავეებსა და ძიუდოისტებსაც ეხმარება. თავადაც სპორტსმენობაზე ოცნებობდა, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მიეცა. მაინც მონახა თავისი ადგილი ამ სფეროში - 11 წელია სპორტსმენებს მკურნალობს და მათ წარმატებაში გიორგი ექიმის წვლილი დიდია. ამას წინათ, წერილი დაწერა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონზე, რომელმაც თურმე ურთულესი გზა გაიარა იქამდე, ვიდრე ოლიმპიადის კვარცხლბეკის მწვერვალს მესამედ შეუდგებოდა. საზოგადოებამ უმალ აიტაცა მისი ლიტერატორის ენით დაწერილი ემოციური პოსტი.
მისმა ფოტო თუ ვიდეოკადრებმაც არაერთხელ მონუსხა საზოგადოება, თუმცა როგორც ამბობს, პირველ რიგში არის ექიმი, რომელიც მაქსიმუმს აკეთებს სპორტისა და სპორტსმენებისთვის. ამის დასტურად ისიც გამოდგება, რომ პარიზიდან დილით ჩამოსული, საღამოს ბაკურიანში იყო 20 წლამდელ ძალოსანთა შეკრებაზე."მათი შეჯიბრი ახლოვდება, სექტემბრის შუა რიცხვებში მსოფლიო ჩემპიონატია და რომელიმეს რაიმე აწუხებდეს და მე ვისვენებდე, ამისთვის დასაკარგი დღეები არ მაქვს (მით უმეტეს, შვებულება მეკუთვნის), მინდა, ისინი შეჯიბრებას მაქსიმალურად ფორმაში შევახვედრო", - გვეუბნება ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.
- გიორგი შესანიშნავად წერთ, ან საიდან ასეთი საოცარი კადრები, ფოტოხელოვანიც ყოფილხართ...
- ბავშვობიდან კითხვა მიყვარდა ძალიან, ვკითხულობდი პროზას, პოეზიას. 17 წლამდე, სანამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავირიცხებოდი, წიგნი არ გამიგდია ხელიდან. სკოლაში მიჭირდა ტექნიკური საგნების ათვისება, სამაგიეროდ, სიამოვნებით ვსწავლობდი ჰუმანიტარულ საგნებს, კარგად ვკითხულობდი ლექსებს. ამ ყველაფერმა მერე თავი იჩინა სტუდენტობის წლებში, დავიწყე ლექსების წერა, ბევრი ლექსი მაქვს, რომლებიც დღესაც ძალზე პოპულარულია ჩემს სამეგობრო წრეში. არც წერა მიჭირს... ბოლო პერიოდში ნაკლებად ვწერ, ხანდახან რაღაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თარიღს, ან მოვლენას თუ მივუძღვნი, ძირითადად გადასული ვარ სპორტულ ცხოვრებაზე, უმეტესად ვიდეო-ფოტო კადრების გადაღებასა და სპორტულ თემებზე წერაზე. როცა ჩემპიონატი და სხვა დიდი ღონისძიებებია, ამ დროს ვჩნდები ჩემი "ნამუშევრებით" სოციალურ ქსელში. გააგრძელეთ კითხვა