23 წლით უფროსი ქართველი ბიზნესმენი, რომელსაც შორენა ბეგაშვილი საგულდაგულოდ მალავს - მსახიობის ვიდეო და მორიგი ინტრიგა გამომწერებს
შორენა ბეგაშვილი - ქალი მილიონ ნახევარი გამომწერით ინსტაგრამზე, მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მასზე წლებია ყველაზე მეტს ჭორაობენ, მისი პირადი ცხოვრება კი მედიის საყვარელი თემაა.
ორი ოფიციალური ქორწინება, ზურაბ ბარბაქაძესთან და ირაკლი ნანაძესთან, რომანები დავით ბაგრატიონ-მუხრანელთან და კანონიერ ქურდ ლაშა ბარათელთან, ეს ის მამაკაცებია, ვისზეც საჯაროდ არაერთხელ უსაუბრია ბეგაშვილს, თუმცა ის ბოლო სიყვარულს საგულდაგულოდ მალავს.
ვინ არის კაცი, რომელიც წელიწადზე მეტია ცნობილ ქართველ მსახიობსა და ინფლუენსერს ანებივრებს?
შორენას ახალ საყვარელ ადამიანზე თბილისში დიდი ხანია ჭორაობენ. ის უკვე დიდი ხანია ძვირადღირებულ საჩუქრებს უკეთებს, მუდმივად უზრუნველყოფს საყვარელი ქალის მოგზაურობას უცხოეთში, გრანდიოზულ დაბადების დღეებს უხდის და მასთან ერთად მოგზაურობს. ბეგაშვილი მედიას დიდი ხანია არ სწყალობს და მისი რჩეულის ვინაობაც გასაიდუმლოებულია.
ერთადერთი კადრი, სადაც შორენამ საყვარელი ადამიანი გამოაჩინაწყარო გვიყვება, რომ ის ერთ-ერთი ქართველი ბიზნესმენია, თუმცა მას საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამჯერად სახელისა და გვარის დაწერისგან თავს შევიკავებთ, თუმცა, 65 წლის ბიზნესმენს 42 წლის შორენა განსაკუთრებულად უყვარს, ანებივრებს, უსრულებს ნებისმიერ სურვილს და მათი ერთად ნახვისას მიხვდები, რომ ასაკობრივი სხვაობა მათ სიყვარულს ვერაფერს აკლებს. გააგრძელეთ კითხვა
როგორ გამოიყურება შორენა ბეგაშვილის ახალი მდიდრული სახლი - რა ვიდეოს ავრცელებს მსახიობი?