“ბერივით ცხოვრობს და მხოლოდ ოთხი სახის საკვებს ჭამს“ - რას ჰყვება თეონა კონტრიძე, რუსული ბალეტის ქართველ ვარსკვლავზე, ნიკოლოზ ცისკარიძეზე - კვირის პალიტრა

“ბერივით ცხოვრობს და მხოლოდ ოთხი სახის საკვებს ჭამს“ - რას ჰყვება თეონა კონტრიძე, რუსული ბალეტის ქართველ ვარსკვლავზე, ნიკოლოზ ცისკარიძეზე

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა თე­ო­ნა კონ­ტრი­ძემ YouTube პოდ­კას­ტში, შო­უ­ში “სვე­ტა მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო“ მის თა­ნა­მე­მა­მუ­ლე, ასე­ვე რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძის ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა.

რუ­სუ­ლი ბა­ლე­ტის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი ნი­კო­ლოზ ცის­კა­რი­ძე უკვე წლე­ბია, რაც მე­ზო­ბელ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ბა­ლე­ტო სფე­რო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ით­ვლე­ბა. თე­ო­ნა კონ­ტრი­ძეს­თან მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებს. ისი­ნი “ინ­სტაგ­რამ­ზე“ გა­მომ­წე­რებს ხში­რად უზი­ა­რე­ბენ ერ­თობ­ლივ, სა­ხა­ლი­სო ვი­დე­ო­ებს და რჩე­ვებს.

კონ­ტრი­ძე­ზე დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ცის­კა­რი­ძის სახ­ლმა მო­ახ­დი­ნა:

”მახ­სოვს ის მღელ­ვა­რე­ბა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი მას­თან სახ­ლში. სა­ნამ მი­ვი­დო­დი, ვფიქ­რობ­დი რომ ისე­თი ატ­მოს­ფე­რო დამ­ხვდე­ბო­და, მა­გა­ლი­თად, რო­გო­რიც ნუ­რი­ევს აქვს: ბევ­რი ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტი, ხა­ლი­ჩე­ბი და ა.შ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ის ბე­რი­ვით ცხოვ­რობს“, - თქვა თე­ო­ნამ.

რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, რუ­სეთ­ში გა­დას­ვლი­სას ცის­კა­რი­ძემ ძა­ლი­ან ცოტა რამ წა­ი­ღო თან. კონ­ტრი­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქო­რე­ოგ­რა­ფი სა­ერ­თოდ არ არის მი­ჯაჭ­ვუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებ­ზე. იხილეთ სრულად