"გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა
სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება დაიცვა.
„18 აგვისტო საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა!
ქედს ვიხრით ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიის გამორჩეული და გაუტეხელი გმირის წინაშე.
2008 წლის აგვისტოს ომში გიორგი ანწუხელიძემ საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვა საქართველოს სახელმწიფო დროშა და ქვეყნის ღირსება. მომავალი თაობებისთვის ის იქცა სამშობლოსთვის თავდადების, სულიერი სიმტკიცის, პატრიოტიზმის მისაბაძ მაგალითად.
სწორედ, გიორგი ანწუხელიძეზე, მისნაირ მამაც სამხედროებსა და გმირებზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა.
დიდება გმირებს“, - წერს ირაკლი ჩიქოვანი.