"სწორი ადამიანი ავირჩიე; რთული იქნებოდა დარჩენა, რომ არ მჯეროდეს მისი პატიოსნების“ - ოლენა ზელენსკა ოჯახური სირთულეებისა და ომის შესახებ
“გასული ორწლინახევრის ტრაგიკული მოვლენები ნებისმიერ ქორწინებას გამოსცდის: უპრეცედენტო ომი, პოტენციური სასიცოცხლო და სასიკვდილო გადაწყვეტილება იმაზე, გაქცეოდა თუ არა ბრძოლებს და ოჯახი, რომელიც იძულებული გახდა განცალკევებულად ეცხოვრა.
ამას დაუმატეთ უკრაინის პრეზიდენტის და პირველი ლედის უზარმაზარ პასუხისმგებლობა მას შემდეგ, რაც მათ ქვეყანაში მეზობელი ძალა შეიჭრა. ვოლოდიმირსა და ოლენას ქორწინება შეიძლება ადვილად დანგრეულიყო“, - ამის შესახებ dailymail წერს, რომელსაც უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.
როგორც თავად ამბობს, მათი 20 წლიანი ქორწინება იმაზე მყარია, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
იევის ცენტრში, პრეზიდენტის ოფისში ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრისას, ოლენა ზელენსკამ ჟურნალისტთან პირად თემებზე ისაუბრა. ისეთ დეტალებზე, რაც ომის პირობებში თითქმის არავის ახსენდება - როგორ გადაიტანა წყვილმა გლობალური ტრაგიკული მოვლენები მათ ქვეყანაში.
“ვფიქრობ, ახლა ჩვენ უფრო ახლოს და დაკავშირებულები ვართ, რადგან მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. მე არასოდეს გამიცრუებია მისთვის იმედი და ვფიქრობ, არც თვითონ გამიცრუებს. ჩვენ ვერ ვხვდებით ერთმანეთს ისე ხშირად, როგორც გვსურს, ამიტომ ყოველი შეხვედრა სიხარულია. არასდროს გვბეზრდება ერთმანეთი და ეს აძლიერებს ოჯახსაც“, - აცხადებს ზელენსკა. იხილეთ სრულად