პუტინის არმიამ უკრაინის ნიუ-იორკი დაიპყრო... - კვირის პალიტრა

პუტინის არმიამ უკრაინის ნიუ-იორკი დაიპყრო...

რამდენიმეთვიანი მძიმე ბრძოლების შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესძლო ნიუ-იორკის დაპყრობა...

ეს არ არის მესამე მსოფლიო ომის მოდელირებული ინფორმაცია, ეს არის რეალობა, სამწუხარო რეალობა, ოღონდ კიევისთვის და არა ვაშინგტონისთვის...

ნიუ-იორკი-სწორედ ასე ჰქვია უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში მდებარე ერთ პატარა დასახლებულ პუნქტს, რომლის დასაპყრობად პუტინის რუსულმა საოკუპაციო არმიამ დიდი ფასი გაიღო...

ასეთი დამახასიათებელი სახელი ამ უკრაინულ დასახლებას ეხლა არ დარქმევია უკრაინა-აშშ-ის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის საპატივცემულოდ-ნიუ-იორკი ისტორიაში ჯერ კიდევ 1850 წლიდან ფიგურირებდა,როგორც ამბობენ აქ გადმოსახლებულ გერმანელ მეწარმეს იაკობ უნგერს, ამერიკულ ნიუ-იორკში შთამბეჭდავი სტუმრობის შემდეგ გადაუწყვეტია ასეთი სახელი დაერქმია პატარა გერმანული დასახლებისთვის უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში.

2-niu-iorki-1724008815.png
უკრაინელები ამაყობდნენ თავიანთი პატარა ნიუ-იორკით...

ნიუ-იორკმა ერთი საუკუნე გასძლო ამ სახელით, სანამ 1951 წელს ნოვგოროდსკოედ არ გადანათლეს (ისე ალბათ მეორე მსოფლიო ომის დროსაც უკრაინაში შეჭრილი ჰიტლერის არმიაც ამაყობდა-ნიუ-იორკი ავიღეთო...) - პირველი ცივი ომი ხურდებოდა, სტალინი ამერიკული ნიუ-იორკის ატომური ბომბებით შეტევაზე ფიქრობდა და ამ დროს უკრაინას საკუთარი ნიუ-იორკი ჰქონოდა?

2021 წლის 1 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ ამ დასახლებულ პუნქტს თავისი ისტორიული სახელი, ნიუ-იორკი დაუბრუნა და ეხლა უკვე რუსი ოკუპანტები ხარობენ-ნიუ-იორკი დავიპყრეთო...

3-niu-iorki-1724008815.png
ნიუ-იორკის დაცემის შემდეგ დონბასის ფრონტზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, რომელიც ქალაქ ტორეცკს ემუქრება...

ამას ექნებოდა წმინდა პროპაგანდისტული დატვირთვა,რომ არა უკრაინული ნიუ-იორკის სამხედრო მნიშვნელობა დონბასის ფრონტზე-ნიუ-იორკის დაპყრობით რუს ოკუპანტებს გზა ეხსნებად ხუთიოდე კმ-ში მდებარე ქალაქ ტორეცკისკენ, რომლის დაცემაც უკრაინის არმიას აღმოსავლეთ ფრონტზე უკიდურესად რთულ სიტუაციაში ჩააყენებს,რადგან პუტინის არმია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ათიოდე კმ-ში აღმოჩნდება კონსტანტინოვკიდან,რომლის შემდეგ უკვე ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ბოლო, ჯერ კიდევ დაუპყრელი ორი დიდი ქალაქი-კრამატორსკი და სლოვიანსკი რჩებიან, რაც არის კიდეც პუტინის გეგმის მთავარი ნაწილი-დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლა და მისი სრული ოკუპაცია...