ბუნების ნაჩუქარი ანტიბიოტიკები
ჟოლო - ძლიერი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, სიცხის დამწევი და ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ანტიბიოტიკები მხოლოდ აფთიაქის დახლებზე არ აწყვია, ამ საჭირო ნივთიერებებით ბუნებაც გვამარაგებს. გაგაცნობთ ანტიბაქტერიული ეფექტის მქონე ბუნებრივ საშუალებებს.
ანტიბიოტიკების ხშირი, უკონტროლო გამოყენება ორგანიზმის სასარგებლო ბაქტერიებს კლავს და იმუნიტეტს ანადგურებს. ბუნებრივ ანტიბიოტიკებს ასეთი გვერდითი ეფექტი არ ახასიათებთ.
ხახვი - აქვს როგორც ანტიბაქტერიული, ასევე ანტისეპტიკური ეფექტი. ხახვი შეიცავს ფიტონციდებს - მცენარეულ, ნატურალურ ანტიბიოტიკებს, რის გამოც ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებად ითვლება.
კომბოსტო - ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებებით გამოირჩევა, ეს თვისებები კიდევ უფრო ძლიერდება, თუ პროდუქტს დაამჟავებთ.
თაფლი - მისი სამკურნალო თვისებები ოდითგან ცნობილია, მაგრამ მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ მასში უნიკალური ცილა დეფენსინი აღმოაჩინეს, რომელიც ამ პროდუქტს ნამდვილ ბუნებრივ ანტიბიოტიკად აქცევს. თაფლი კარგი იმუნომოდულატორიც გახლავთ - თქვენს იმუნიტეტს გამუდმებით იმ რეჟიმში ამუშავებს, როგორიც ორგანიზმის ჯანმრთელობას სჭირდება.
დარიჩინი - მას ბაქტერიების მომაკვდინებელ ბუნებრივ ანტიბიოტიკს უწოდებენ, მედიცინაში საუკუნეების განმავლობაში გამოიყენება. დარიჩინს შეუძლია გაანადგუროს ნაწლავის ჩხირი (საკმაოდ ვერაგი ბაქტერიაა, რომელიც უამრავ მძიმე დაავადებას იწვევს). დარიჩინი არა მარტო ანტიბაქტერიული თვისებების მატარებელია, არამედ შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელიც ბევრი დაავადების მიმართ ორგანიზმს გამძლეობას ანიჭებს.
სალბი - ზედა სასუნთქი გზების ინფექციების წინააღმდეგ საუკეთესო საშუალებაა.
ქონდარი - მისი ფოთლებიც და ზეთიც ეფექტური ბუნებრივი ანტიბიოტიკია. აქვს ანტიმიკოზური (სოკოს საწინააღმდეგო) თვისებები.
ნიორი - ბუნებრივი, ძლიერი იმუნომოდულატორი, მისი ოთახში დაწყობა და სუნთქვაც კი კარგ შედეგს მოგიტანთ. მას თქვენს ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსებისა და მიკრობების, დაავადების გამომწვევი ყველა ბაქტერიის განადგურება შეუძლია. ამასთან, ტოქსიკურ მოქმედებასაც არ ახდენს.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი