ფრანგი გურული შუ­ხუთს დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

ფრანგი გურული შუ­ხუთს დაუბრუნდა

"ნებსით თუ უნებლიეთ, სამშობლოს არაერთი ქართველი ტოვებდა და როგორც წესი, თითქმის ყველას ნოსტალგია ტანჯავდა. ასე იყო ყველა ეპოქაში.­ ასეა დღესაც,­ როდესაც ქვეყნიდან ემიგრანტების კვლავ დიდი ნაკადი გადის, რომლის ნაწილი­, ალბათ, არასოდეს დაბრუნდება. თუმცა, ამის მიუხედავად, დაბეჯი­თებით უნდა ითქვას, რომ ჩვენთვის ემიგრანტობა ტიპური ფენომენი არ არის. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, როგორ ბრუნდებიან საქართველოში­ საცხოვრებლად ემიგრანტების შვილები და შვილიშვილები, რომელთაც საქართველო­ არასოდეს უნახავთ. მერე კი იმავე ადგილზე­ მკვიდრდებიან, სადაც ოდესღაც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ. რა იწვევს ამას? - ამ კითხვას ბევრი პასუხი აქვს, მაგრამ მთავარი, ალბათ, მაინც გენეტიკური ცნობიერებაა - არასოდეს გინახავს, მაგრამ იცი, რომ შენია, მისკენ მიგიწევს გული. სწორედ ამის დასტურად, მინდა ფრანგი შუ­ხუთელი გურულის, ლავრენტი (ლორან) ჩხაიძის შესახებ იცოდეთ. სწორედ ის არის ამ მოვლენის გაგრძელება, შუხუთელი ემიგრანტის, კვიროსი ჩხაიძის საფრანგე­თში დაბადებული ვაჟი, რომელსაც საქართველო არასოდეს ენახა, ჩამოვიდა თავის და "ლელობურთის" სამშობლოში, შუხუთში იყიდა სახლი და ცხოვრობს. არ ივიწყებს­ საფრანგეთს, მაგრამ ის ნაღდი ქართველია, თავისი ემოციურობით, ქვეყნის სიყვარულით და ქართული ხელოვნების ნიჭით - შესანიშნავი მოცეკვავეა.­ მისი ქალიშვილი კი საფრანგეთში ეწევა ქართული სიმღერის პოპულარიზაციას. შუხუთში მამა-შვილს მომღერალი ბიძაშვილი ჩხაიძეები ხვდებიან და ერთად აკრიმანჭულებენ.

პატივისცემით გურამ მჟავანაძე".

ჩვენ დავუკავშირდით შუხუთელებს, მათ შორის ქალბატონ ნონა იმნაძეს, რომელმაც­ ლავრენტი ჩხაიძის მამის და თავად ლავრენტის "შუხუთური ამბები" გვიამბო. საბოლოოდ, თავად ლავრენტისაც შევე­ხმიანეთ, რომელმაც ლამაზი ქართულით გაგვახარა.

ნონა იმნაძე: - ლავრენტი-ლორანის ბაბუას, ლავრენტი ჩხაიძეს, 9 შვილი ჰყავდა, ღირსეული კაცი იყო და შვილებიც ასეთები­ გაზარდა. როგორც აღმოჩნდა, კვიროსიც თურმე ამ "ღირსეულობამ" გადახვეწა უცხოეთში. ამაზე მეც ახლახან გავიგე­, როდესაც ლავრენტი-ლორანმა და მისმა ბიძაშვილმა, ცისანა ჩხაიძე-ჯაშმა მუზეუმში­ მოგვიტანეს კვიროსის მიერ საფრანგეთიდან გამოგზავნილი წერილები. კვიროსი ამ წერილებს შუხუთში თავის დას, ელენეს უგზავნიდა, ამიერიდან კი მუზეუმში იქნება­. ისტორია ასეთია: კვიროსი­ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი კაცი იყო, მაგრამ ემიგრაციაში ნოე ჟორდანიას მთავრობასთან ერთად არ წასულა. თუმცა ბოლშევიკებმა არ მოასვენეს. ერთხელაც "ზემდგომმა" ბოლშევიკებმა­ დაავა­ლეს: თუ გინდა მშვიდად იცხოვრო, სოფელს დააკვი­რდი და თუ ვინმე ჩვენს მთავრობას­ ლანძღავს, გვითხარიო. კვიროსმა უპასუხა, ფეხი მაქვს ნატკენი (მართლაც იმჟამად კოჭლობდა), თუ გინდათ ამ საქმეზე კარგად ვიმუშაო, ცხენი მომეცით, ყველგან დროზე­ რომ მივიდე და მოვიდეო. ბოლშევიკებმა ცხენი მისცეს, კვიროსი კი იმ ნატკენი ფეხით ცხენზე შეჯდა და ლანჩხუთიდან ბათუმში ამოყო თავი, იქიდან კი თურქეთში გადავიდა. იქ კი თანამებრძოლები მოძებნა და პარიზში ამოყო თავი. სწორედ პარიზიდან იწერებოდა ცრემლიან წერილებს, წასვლას მერჩივნა, მომკვდარიყავიო. როგორც მახსოვს, პირველად რომ ჩამოვიდა შუხუთში, მაშინ თქვა, მე იმიტ­ომ ვიცხოვრე ამდენ ხანს, რომ საქართველო­ მენახაო. თუმცა გარდაცვალების შემდეგ ლევილში დაკრძალეს.

- მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო შვილს იმდენად შეაყვარა, რომ ის დაბრუნდა...

- კი, ასეა. შვილს ჯერ ბაბუის სახელი­ დაარქვა და მერე საქართველოც შეაყვარა. ბიჭი, რომელიც საფრანგეთში გაჩნდა, ფრანგმა დედამ აღზარდა, გულით ქართველობს. შუხუთში რომ ჩამოვიდა, სახლი იყიდა, სადაც ჩხაიძეები და მისი მომღერალი­ ნათესავები ცხოვრობენ. აქეთ რომ შუხუთელი ჩხაიძეები მღერიან, იქით საფრანგეთში ლავრენტის ქალიშვილი,­ სულიკო მღერის ბრწყინვალედ. მასაც ქართული­ სახელი ჰქვია - საფრანგეთში უწევს ქართულ ფოლკლორს პოპულარიზაციას. ფოლკლორული ანსამბლიც აქვს, რომელმაც ახლახან კონცერტები გამართა გურიაშიც და დედაქალაქშიც.

- ჰოდა, იხარონ ჩხაიძეებმა...

- უნდა იხარონ აუცილებლად, იმიტომ, რომ გვაჩვენებენ, რამდენად ყოვლისშემძლეა საკუთარი მიწის სიყვარული.

ქალბატონ ნონასთან საუბრის შემდეგ ლავრენტი-ლორან ჩხაიძესთან დაკავშირებაც შევძელით: გვითხრა, საქართველოში პირველად ჩემი ბიძაშვილის­ ქორწილში ჩამოვედი და აქედან წასვლა აღარ მინდოდა, შემდეგ ქალიშვილიც ჩამოვიყვანე, რომელსაც საფრა­ნგეთში ანსამბლი აქვს. ერთად ვმღეროდით­, საფრანგეთის და შუხუთის ჩხაიძეები, კონცერტებიც გვქონდა საქართველოშიო. ისიც გვითხრა, ძალიან მიყვარს ჩემი შუხუთის სახლი, საბოლოოდ შუხუთში ვაპირებ ცხოვრებას. მინდა ჩემს მიწაზე ვიგრძნო ბედნიერებაო. ჩვენც ამას ვუსურვებთ, მასთან ერთად მთელმა საქართველომ იდღეგრძელოს, საზღვრებს აქეთაც და იქითაც!