10 პროფესია, სადაც ხელფასი წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტია - Forbes-ის რეიტინგი - კვირის პალიტრა

10 პროფესია, სადაც ხელფასი წელიწადში 100 ათას დოლარზე მეტია - Forbes-ის რეიტინგი

Forbes-მა გამოაქვეყნა იმ პროფესიების ათეული, რომლებიც მიმდენარე წელს დასაქმებულთათვის ექვსნიშნა ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას იძლევა. რეიტინგი შეირჩა აშშ-ის ბაზრის კვლევის მაგალითზე და მოიცავს ექვსნიშნა ხელფასის მქონე რამდენიმე სექტორს, მათ შორის ტექნოლოგიებს, ჯანდაცვას, ფინანსებს და სამართალს.

როგორც Forbes-ის ამერიკული ბიურო წერს, რეიტინგში მოცემული ინდუსტრიები მაღალ ხელფასებთან ერთად, უზრუნველყოფენ სტაბილურობას და გრძელვადიან კარიერულ განვითარებას.

ცნობისთვის, Forbes-ის რეიტინგი დამყარებულია სამუშაოს ძიების პლატფორმა Indeed-ის მონაცემებზე. რეიტინგში წარმოდგენილია საშუალო საბაზრო წლიური ხელფასი, რომელიც ეფუძნება კომპეტენციასა და გამოცდილებას. უფრო კონკრეტულად, Forbes-ის მონაცემებით, TOP 10 ექვსნიშნა ანაზღაურების მქონე პროფესია ასე გამოყურება:

პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი - ხელფასი: 105 331 დოლარი;

ფინანსური მენეჯერი - ხელფასი: 110 643 დოლარი;

ავიაკომპანიის პილოტი - ხელფასი: 110 816 დოლარი;

მონაცემთა ანალიტიკოსი - ხელფასი: 123 039 დოლარი;

პრაქტიკოსი მედდა - ხელფასი: 126 451 დოლარი;

განაგრძე კითხვა