უკრაინელებმა როსტოვს დრონებით შეუტიეს - პროლეტარსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა როსტოვს დრონებით შეუტიეს - პროლეტარსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის როსტოვის ოლქის პროლეტარსკის რაიონში დრონით თავდასხმის შედეგად გამოწვეული ხანძრის გამო 18 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

რეგიონის ხელმძღვანელმა, ვასილი გოლუბევმა გუშინ განაცხადა, რომ როსტოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით უპილოტო საფრენი აპარატის შეტევა მოიგერიეს და ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო პროლეტარსკში, სამრეწველო საწყობების ტერიტორიაზე დიზელის საწვავს ცეცხლი გაუჩნდა.

„19 აგვისტოს დილის მდგომარეობით, „ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს“ მონაცემებით, დაშავებულთა რიცხვი 18-ია, 5 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია“, - ნათქვამია პროლეტარსკის რაიონული ადმინისტრაციის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შექმნილი ვითარების გამო, პროლეტარსკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

"ინტერპრესნიუსი"