როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო) - კვირის პალიტრა

როგორ შეაშინა მერაბ დვალიშვილმა "ტროლი", რომელმაც მისი შეურაცხყოფა სცადა - MMA-ს ქართველ ვარსკვლავზე Dailymail-ი წერს (ვიდეო)

ბრი­ტა­ნუ­ლი Dailymail-ი ქარ­თველ მებ­რძოლ მე­რაბ დვა­ლიშ­ვილ­ზე სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც გვიყ­ვე­ბი­ან MMA-ს ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე UFC ვარ­სკვლა­ვი ტრი­ბუ­ნა­ზე მყოფ მა­ყუ­რე­ბელს რო­გორ და­უ­პი­რის­პირ­და.

33 წლის ქარ­თვე­ლი ლას-ვე­გას­ში, კრის ჯონ­სის ტურ­ნირ­ზე წინა რიგ­ში იჯდა, რო­დე­საც მა­ყუ­რებ­ლე­ბი­დან ერთ-ერ­თმა მას შე­უ­რა­ცხყო­ფე­ლი ფრა­ზით მი­მარ­თა იმ დროს, რო­დე­საც დარ­ბაზ­ში არ­სე­ბულ ეკ­რან­ზე გა­მოჩ­ნდა შონ ო'მალი - დვა­ლიშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი მე­ტო­ქე.

და­ცინ­ვა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ "მან­ქა­ნა" წა­მომხტა­რი­ყო და სა­კუ­თა­რი ხე­ლით და­ე­წყო მოქ­მე­დე­ბა. სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სუ­ლი ვი­დეო აჩ­ვე­ნებს, რო­გორ გა­დაძ­ვრა ის ჭიშ­კარ­ზე, შემ­დეგ მე­ო­რე­ზე გა­დახ­ტა და თა­ვის სექ­ცი­ა­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი იპო­ვა.

მას შემ­დეგ, რაც ყვე­ლა ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხა, რო­მე­ლიც “ტრო­ლის­გან” აშო­რებ­და, დვა­ლიშ­ვი­ლი კი­ბე­ებ­ზე ავი­და, ხოლო შე­ში­ნე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი იმე­ო­რებ­და: "არა, არა, არა, არა..."

და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბის გარ­შე­მო მყო­ფი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვი­დე­ო­ებს იღებ­დნენ.

მის სა­ვარ­ძელ­თან მის­ვლი­სას, დვა­ლიშ­ვი­ლი წა­მით შე­ჩერ­და და ბიჭს შე­ხე­და, რო­მე­ლიც აშ­კა­რად შე­ში­ნე­ბუ­ლი იყო, შემ­დეგ კი თმა­ში სწვდა, სა­ბო­ლო­ოდ კი, ბრა­ზი მო­თო­კა.

გააგრძელეთ კითხვა და იხილეთ ვიდეო