"ძალიან გახარებული ვარ და ასევე გულნატკენიც..." - გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ გუშინდელი დღისთვის, გუშინდელი მოლოცვებისთვის, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა დღეს, რადგან 135 ბავშვმა მოახერხა ვარჯიში საქართველოში, ასევე გულნატკენი ვარ, რომ ყველა ბავშმა ვერ მოახერხა დარეგისტრირება" - აღნიშნავს ვიცდეოში სპორტსმენი.
ცნობისთვის, გიორგი ქოჩორაშვილის ინიციატივით, "ლევანტე" საქართველოში ახალგაზრდა ტალანტებს ეძებს — დღეს და ხვალ დიდი დიღმის ბაზაზე 2006 დან 2011-წლებში დაბადებული ბავშვებისთვის საწვრთნელი ბანაკია მოწყობილი.