"ნიკარაგუამ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობა აუკრძალა" - La Gaceta
ნიკარაგუამ 1500 არასამთავრობო ორგანიზაციას საქმიანობა აუკრძალა, - ამის შესახებ განცხადება სამთავრობო გაზეთში La Gaceta-ში გამოქვეყნდა.
ნიკარაგუის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის რელიგიურმა ჯგუფებმა, ფინანსური ანგარიშგება არ წარადგინეს.
ნიკარაგუის პრეზიდენტის, დანიელ ორტეგას მთავრობამ 2018 წელს მისი რეჟიმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ, ასობით კრიტიკოსი დააკავა და ბოლო მონაცემებით, 5100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია კანონგარეშედ გამოაცხადა.
ამასთან, გასულ კვირას ნიკარაგუის მთავრობამ დადგენილება გამოსცა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს სახელმწიფო უწყებებთან „პარტნიორობას“ ავალდებულებს.