"მამა სცენაზე გარდაიცვალა: "გული მღერის, სული მღერის" - ეს იყო მისი ბოლო ნამღერი" - ლეგენდარული კომპოზიტორის ბავშვობა და ოჯახის ტრაგედია
ლეგენდარული კომპოზიტორის გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილე 24 აგვისტოს ბათუმში დაიწყება. კონცერტები ჩატარდება ქუთაისსა და თელავშიც. საიუბილეო საღამოების დასკვნითი ნაწილი კი 18 სექტემბერს თბილისში შედგება.
დიდი კომპოზიტორისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ორგანიზატორებმა - “გოგი ცაბაძის ფესტივალი“ უწოდეს, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ არის მოფიქრებული და რომელზეც მუსიკოსი დავით მაზანაშვილი და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე მუშაობენ.როგორც ამბობენ, ყველა ქალაქში სხვადასხვა კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი მომღერლები.
“შემდეგ კი, 30 ნოემბერს დიდი სურვილი მაქვს, რომ კონცერტი გორში ჩავატაროთ, რაც ფესტივალის გამოსათხოვარი საღამო იქნება... ამ შემთხვევაში ყველაფერი ორგანიზატორებს მივანდე, რომლებსაც თავიანთი კონცეფცია აქვთ. ორივე ნიჭიერი კაცია,“ - გვეუბნება გოგი ცაბაძის შვილი, კომპოზიტორი კახა ცაბაძე.
Ambebi.ge -მ მასთან მამის 100 წლისთავთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩაწერა.
გავიხსენეთ გენიალური კომპოზიტორი, ადამიანი, რომელმაც თავისი განუმეორებელი მუსიკით ქართული ესტრადის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. გოგი ცაბაძის მუსიკა ხომ მართლაც უკვდავია.
კახა ცაბაძე:
- ალბათ ყველა ბიჭი ოცნებობს, რომ მამას ჰგავდეს, რადგან მამა, ღმერთად ჰყავთ წარმოდგენილი... ძალიან მიყვარდა იქ, იმ ოთახში ყოფნა, როცა ჩვენთან “ორერა“ მოდიოდა და მამა მათთან მუშაობდა. იმ პერიოდში როიალის ქვემოთ ვიყავი შემძვრალი და მათი ჰანგების ფონზე კედლებზე ვხატავდი... ახლა ვხვდები, თურმე მამაჩემს ხელს როგორ ვუშლიდი...
ჩვენთან ბევრი საინტერესო ადამიანი მოდიოდა, მათ შორის პეტრე გრუზინსკი. საოცარი ჩიბუხი ჰქონდა, მისი სურნელოვანი თამბაქოს სუნი ახლა კი მახსოვს. სკოლიდან რომ ვბრუნდებოდი, სახლში შესული, თუ იმ თამბაქოს სურნელს შევიგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ბატონი პეტრე იყო მოსული. ესენი ჩემი სათაყვანებელი ადამიანები იყვნენ... გააგრძელეთ კითხვა