"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს - კვირის პალიტრა

"ჭადრაკის თამაშში უბრალოდ პაიკი ვიყავი" - რუსი თინეიჯერი, რომელიც პუტინის დაქირავებულ მკვლელზე გაცვალეს

კბი­ლის ჯაგ­რი­სი­თა და პას­ტით ხელ­ში, კე­ვინ ლიკი მე-14 სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის კო­ლო­ნი­ის მთა­ვარ ოფის­ში, არ­ხან­გელსკთან ახ­ლოს, რუ­სე­თის ჩრდი­ლო-და­სავ­ლე­თით, ექ­ვსი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მო­ლო­დინ­ში. 19 წლის ბიჭი ამ­ბობს, რომ კვი­რა სა­ღა­მოს, 28 ივ­ლისს, წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და, რა მოხ­დე­ბო­და.

"ალ­ბათ, და­სახ­ვრე­ტად მიგ­ყა­ვართ", - უთხრა მან კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტორს.

"ნუ ღე­ლავ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - იყო პა­სუ­ხი.

კე­ვი­ნის თქმით, იგი­ვე უთხრა რუ­სე­თის FSB-ის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს ოფი­ცერ­მა წე­ლი­წად­ნა­ხევ­რის წინ, სა­ნამ მას და­ა­პა­ტიმ­რებ­დნენ.

"კო­ლო­ნი­ა­ში ბევ­რი წონა დავ­კარ­გე", - აღ­ნიშ­ნავს ის მორ­ცხვად BBC-სთვის ვი­დეო ზა­რით მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში. კე­ვი­ნი და­ახ­ლო­ე­ბით 1.9 მ სი­მაღ­ლი­საა, მაგ­რამ მხო­ლოდ 70კგ-ს იწო­ნის.

ამე­რი­კელ ჟურ­ნა­ლისტ ევან გერშკო­ვიჩ­თან ერ­თად, ის 16 ადა­მი­ა­ნი­დან ერთ-აერ­თი, რომ­ლე­ბიც რუ­სეთ­მა 1-ელ აგ­ვის­ტოს აშშ-სთან და სხვა და­სავ­ლურ ქვეყ­ნებ­თან პა­ტიმ­რე­ბის გაც­ვლის დროს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.თი­ნე­ი­ჯე­რი - ორ­მა­გი, რუ­სუ­ლი და გერ­მა­ნუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბით - გა­სულ წელს და­ა­პა­ტიმ­რეს, რო­დე­საც ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და და ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გახ­და თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სე­თის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ღა­ლა­ტის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. გააგრძელეთ კითხვა