"სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო" - რა მიმართვას ავრცელებს ანი გიუნტერი? - კვირის პალიტრა

"სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო" - რა მიმართვას ავრცელებს ანი გიუნტერი?

ტელეწამყვანი ანი გიუნტერი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს:

"ჩვენთანაც დარეკეს თაღლითებმა, თქვენი ოჯახის წევრს ნეკნები ჩაემტვრა და სასწრაფოდ 11 000 ევროა გადასარიცხიო.

სხვა ოჯახის წევრების რეალური მდგომარეობა რომ გაიგეს, აღიარეს, რომ მსგავს ტყუილსაც ვერ მოიგონებდნენ.

ვფიქრობ, ცოტა ნანობენ კიდეც, მაგრამ მაინც გაფრთხილდით, ხალხო! ნუ ენდობით!"