"ჰესბოლამ" ისრაელს 50-მდე რაკეტა ესროლა
"ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით 50-მდე რაკეტა გაუშვა, დაშავდა ერთი ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქ კაცრინში სახლები დაზიანდა.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სამიზნეს სამხედრო ბაზა წარმოადგენდა.
ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
"ინტერპრესნიუსი"