"იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული" - ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები? - კვირის პალიტრა

"იარაღი აშკარად ჩადებულს ჰგავს. ეს ყველაფერი სიტუაციის დასამძიმებლად არის გაკეთებული" - ვინ არიან აფხაზეთში დაკავებული ქართველები?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლი, რე­მი­კო ჭი­თა­ნა­ვა და მურ­თაზ ჭი­თა­ნა­ვა და­ა­კა­ვეს.

20 აგ­ვის­ტოს, აფხა­ზურ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს ინ­ფორ­მა­ცია, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის სო­ფელ მე­ო­რე ოტო­ბა­ი­ა­ში 2 ქარ­თვე­ლის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე. მათი ცნო­ბით, თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ აფხა­ზეთ­ში "უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის არხი გა­და­კე­ტა“.

მათი მტკი­ცე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებს "ჰქონ­დათ აფხა­ზეთ­ში ბი­ნად­რო­ბის ნე­ბარ­თვა“ და ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზღვრის უკა­ნო­ნოდ გა­დაკ­ვე­თა­ში.

"მათ შინა მე­ურ­ნე­ო­ბებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია F1 ტი­პის ხელ­ყუმ­ბა­რა, RGD ტი­პის 5 ხელ­ყუმ­ბა­რა, ტრო­ტი­ლი 1600 გ, პლას­ტი­კუ­რი ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა - 45 გ, სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბი, ასე­ვე დო­ლა­რის კუ­პი­უ­რე­ბის დას­ტა", - ნათ­ქვა­მია დე ფაქ­ტო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში. გააგრძელეთ კითხვა