ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა - კვირის პალიტრა

ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

პარალელურად, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები კვლავ შიმშილობას განაგრძობენ. მათი მოთხოვნები უცვლელია, ისინი ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას.

ასევე, მოუწოდებენ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ვინაიდან აცხადებენ, რომ ქვეყანაში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული შრომითი უფლებებისთვის შიმშილობენ.

გაფიცულ თანამშრომლებს დღეს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი შეხვდება.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას 12 აგვისტოდან მიმართეს.

"ინტერპრესნიუსი"