"რა არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით?" - ბექა ოდიშარია პარალელებს დონალდ ტრამპთან ავლებს - კვირის პალიტრა

"რა არის გასაკვირი, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით?" - ბექა ოდიშარია პარალელებს დონალდ ტრამპთან ავლებს

რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობა იძლევა იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც ასეთი ტიპის ტერაქტები განხორციელდეს.

„რა არის გასაკვირი იმაში, რომ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იქნა მიღებული ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით? დარწმუნებული ვარ, ეს იქნებოდა უსაფრთხოების სამსახურების რჩევა და კონსულტაცია.

ჩვენ დღევანდელი მოცემულობა გვაძლევს იმის ფიქრისა და ვარაუდის საშუალებას, რომ შესაძლებელია განხორციელდეს ასეთი ტიპის ტერაქტები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართაც, რომელიც ლოგიკურადაც არის მათი N1 სამიზნეა, ვინაიდან ის პიროვნულად მისი მშვიდობისმყოფელი პოლიტიკით ეღობება სწორედ მათ იმ ზრახვებს, რომელიც მეორე ფრონტის გახსნასთან და სხვა ბევრ მანკიერ მოვლენასთანაა დაკავშირებული. გახსოვთ, პრემიერ ფიცოზე მომხდარი თავდასხმა, ისევე როგორც დონალდ ტრამპზე განხორციელებული ტერორისტული აქტი. ნახეთ, რომ დონალდ ტრამპი სწორედ ასეთივე ტიპის თავდაცვითი ზომების მიღებით წარდგა პირველად ღია სივრცეში საკუთარი ამომრჩევლის წინაშე.

ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება, ათეულობით ადამიანი იქნა დაკითხული და რა თქმა უნდა, არსებობს არამხოლოდ საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი, არამედ ეს პრაქტიკულად მოცემულობაა, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ გამეტებული ჰყავთ - ის არის N1 სამიზნე. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოების სამსახური მიიღებდა განსაკუთრებულ ზომებს, რომ მას ასეთი ტიპის ხიფათო აარიდოს”, - აღნიშნა ოდიშარიამ.

"ინტერპრესნიუსი"