საქართველოს აზერბაიჯანში ახალი ელჩი ეყოლება - მთავრობა ზურაბ პატარიძეს თანამდებობიდან ათავისუფლებს
საქართველოს მთავრობა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს, ზურაბ პატარიძეს დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებს.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 20 აგვისტოს გამოსცა, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, შესაბამისი განკარგულებით მთავრობა საქართველოს პრეზიდენტს წინადადებით მიმართავს ზურაბ პატარიძე თანამდებობიდან 2025 წლის 1-იანვრიდან გაათავისუფლოს.
ცნობისთვის, ზურაბ პატარიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2018 წლის 29 აგვისტოდან იკავებს.
"ინტერპრესნიუსი"