"ჯერემი ნამდვილი ტირანი აღმოჩნდა - სცემდა, მუდმივად ეჩხუბებოდა... ნელ-ნელა დაკარგა სამსახური, საცხოვრებელი, მანქანა და დარჩა ქუჩაში... ახლა ის ჩვეულებრივი მაწანწალის ცხოვრებით ცხოვრობს"
ყოფილი მოდელის ლონი ვილისონის ახალი ფოტოები ყველა ჯერზე აოცებს საზოგადოებას. ქერა ლამაზმანმა რა ხანია, თმა მოკლედ შეიკრიჭა და აღარც იზრდის, ძალიან იშვიათად ბანაობს და ქუჩაში ცხოვრობს. ერთ დროს მამაკაცების საოცნებო ქალი დღეს ჩვეულებრივი მაწანწალაა...
არადა, 2014 წლამდე წარმატებული ცხოვრება ჰქონდა. ცნობილი ფიტნეს-მოდელი იყო, პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზეც ხვდებოდა.
მერე კი ცნობილ მსახიობს - "მალიბუს მაშველების" ვარსკვლავს ჯერემი ჯეკსონს გაჰყვა ცოლად და თითქოს, პირადი ცხოვრებაც ააწყო. თუმცა...
ჯერემი ნამდვილი ტირანი აღმოჩნდა - ცემდა, მუდმივად ეჩხუბებოდა და ერთხელ დახრჩობასაც უპირებდა. ლონიმ ბოლოს მასთან განქორწინების გადაწყვეტილება მიიღო და 2017 წლამდე ებრძოდა იმ შედეგებს, რაც ტოქსიკურმა ქორწინებამ დაუტოვა. ცდილობდა ცხოვრების აწყობას, ყოფილი ქმრის დავიწყებას და დეპრესიასთან გამკლავებას, თუმცა დაავადებამ სძლია.
ნელ-ნელა დაკარგა სამსახური, საცხოვრებელი, მანქანა და დარჩა ქუჩაში. ალკოჰოლმა და აკრძალულმა ნივთიერებებმა, რომლებითაც ტრავმებს დეპრესიას ებრძოდა, სრულიად შეცვალა მისი ცნობიერება, გონება. ახლა ის ჩვეულებრივი მაწანწალის ცხოვრებით ცხოვრობს, ტანსაცმელს ნაგავის ურნებში ეძებს, მცირე ფულს, რასაც შემწეობის სახით იღებს, ისევ სასმელში ხარჯავს.