"დასავლეთ ნილოსის ცხელებით" სომხეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა" - როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს რომელიც სომხეთში დაფიქსირდა? - კვირის პალიტრა

"დასავლეთ ნილოსის ცხელებით" სომხეთში ერთი ადამიანი გარდაიცვალა" - როგორ ვრცელდება და რა სიმპტომები ახასიათებს ვირუსს რომელიც სომხეთში დაფიქსირდა?

სომხეთში, "დასავლეთ ნილოსის ცხელებით" 58 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 41 ჰოსპიტალიზებულია, 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ინფორმაციას სომხეთის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის გენერალური დირექტორი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელება დაინფიცირებული კოღოების საშუალებით ხდება და ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის.

ჯანდაცვის ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის თქმით, ვირუსს ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი, გულ-მკერდის და კისრის ტკივილი, სისუსტე და დაღლილობა.

"საფრთხე ახლოს: "დასავლეთ ნილოსის ცხელება სომხეთში" - ერთი გარდაცვლილი და რამდენიმე ჰოსპიტალიზებული.

სომხეთში დაფიქსირდა "დასავლეთ ნილოსის ცხელების" პირველი შემთხვევა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.

ეს ვირუსი ძირითადად კოღოებით გადადის და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

"დასავლეთ ნილოსის ვირუსი", რომელიც პირველად 1937 წელს უგანდაში აღმოაჩინეს, მას შემდეგ გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.

ბოლო წლების განმავლობაში ეს ვირუსი განსაკუთრებით აქტიური გახდა ევროპაში, სადაც ათასობით შემთხვევა დაფიქსირდა. 2023 წელს, ევროპაში დაფიქსირდა ვირუსის 1056 შემთხვევა, საიდანაც 92 ადამიანი გარდაიცვალა". გააგრძელეთ კითხვა