დავით ქაცარავამ მიხეილ რამიშვილთან, აკია ბარბაქაძესა და მსახიობ კახა გოგიძესთან ერთად პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა
„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრმა, დავით ქაცარავამ პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ დააფუძნა.
გაერთიანების წევრები არიან მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პიარ - მენეჯერი ხატია ბაკურაძე, კონფლიქტოლოგი აკია ბარბაქაძე და ა.შ.
"დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კომპანიაში. „ჩვენ“ დაფუძნდა იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ და იბრძოლებენ საქართველოსთვის. „ჩვენ“ - ეს არის იმ ადამიანების ერთობა, რომელიც აცნობიერებენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ერთობა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ბრძოლა არის ეგზისტენციალური ხასიათის! ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა დავით ქაცარავამ.