"თვალები და კანი ეწვოდა" - მოსკოვში კაცმა ცოლს შამპუნსა და სახის დასაბან საშუალებაში მილების საწმენდი სითხე ჩაუსხა
რუსეთში ქმარმა ცოლს შამპუნსა და სახის დასაბანში საშუალებაში მილების გამწმენდი სითხე ჩაუსხა - ქალმა ქიმიური დამწვრობა მიიღო
ინფორმაციას ტელეგრამის არხი BAZA ავრცელებს.
წყვილი განქორწინების პროცესში იყო, მაგრამ ჯერჯერობით ერთად ცხოვრობდნენ. 18 აგვისტოს ქალი აბაზანაში თავის დასაბანად შევიდა, იქიდან გამოსულმა კი თმაზე უცნაური სუნი იგრძნო. შამპუნის შემოწმების შემდეგ ანამ ნახა, რომ უცნაური ფერის იყო და როდესაც მილების საწმენდ საშუალებას შეადარა, მიხვდა, რომ საქმე ერთსა და იმავე სითხეს ეხებოდა.
ძილის წინ ქალმა სახე დაიბანა, შემდეგ საწოლში ჩაწვა და ვერ დაიძინა: თვალები და კანი ეწვოდა. შემოწმების შემდეგ ნახა, რომ სახის დასაბან საშუალებაშიც მილის საწმენდი სითხე ესხა. გააგრძელეთ კითხვა