"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა" - "პირველი არხის" ჟურნალისტი გარდაიცვალა
საზოგადოებრი მაუწყებლის ჟურნალისტი, გიორგი კობერიძე, რომელიც მიელობლასტურ ლეიკემიას ებრძოდა, გარდაიცვალა.
გიორგის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას მისი კოლეგები ავრცელებენ.
"წარმოუდგენელი ტრაგედია და უსამართლობაა გიორგის გარდაცვალება.. ამდენი გულშემატკივრის თავზრდამცემი მარცხი. ქართულმა მედიამ დაკარგა ერთი ვეებერთელა გულის ერთგული მეგობარი".
"რატომ?? რატომ?? ისე მჯეროდა, რომ გაიმარჯვებდი .. გავიმარჯვებდით..როგორ გაპატიო ეს დამარცხება მიყვარხარ აუცილებლად შევხვდებით", - წერენ მისი მეგობრები.
ორი თვის წინ, მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებული კობერიძე სოციალურ ქსელში წერდა:
"ვბრუნდებით საქართველოში თითქმის სამი თვის განმავლობაში სტამბოლში მკურნალობის კიდევ ერთი კურსი გავიარე". გააგრძელეთ კითხვა