"სადარბაზოს მაცხოვრებლებიც ძალიან შეწუხებულები არიან. რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ?" - რას ჰყვებიან მეზობლები ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარ დაპირისპირებაზე - კვირის პალიტრა

"სადარბაზოს მაცხოვრებლებიც ძალიან შეწუხებულები არიან. რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ?" - რას ჰყვებიან მეზობლები ბერი ნარიმანის კორპუსში მომხდარ დაპირისპირებაზე

გავრცელებული ინფორმაციით, ფონიჭალაში, კორპუსში, სადაც ბერი ნარიმანი ცხოვრობს, ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

"ამბობენ, მამაკაცს ყელი გამოჭრესო. სადარბაზოს მაცხოვრებლებიც ძალიან შეწუხებულები არიან. რას ვერ იყოფენ, რატომ ჩხუბობენ ვერ ვხვდები. ეს არ არის პირველი შემთხვევა. მრევლი უპირისპირდება ერთმანეთს. რაღაც თანხას არიგებს ეს მამაო და ამის გამო აქვთ ჩხუბი თუ რატომ ვერ ვხვდებით" - ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი მომხდართან დაკავშირებით.

ფონიჭალაში ორ ადამიანს სავარაუდოდ ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენეს.

ფაქტზე გამოძიება, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მისამართზე, სადაც შემთხვევა მოხდა, ბერი ნარიმანი ცხოვრობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

წყარო