ახალი დეტალები ბერი ნიკოლოზის სახლთან მოხდარ დაჭრის ფაქტზე - რას ამბობს მრევლი? - კვირის პალიტრა

ახალი დეტალები ბერი ნიკოლოზის სახლთან მოხდარ დაჭრის ფაქტზე - რას ამბობს მრევლი?

ფონიჭალაში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია ერთი პირი. ირკვევა, რომ 19 წლის ბრალდებულმა ორ პირს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევა ბერი ნიკოლოზის სახლთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მრევლი დაუპირისპირდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ვინც მოვიდა და ეს საქციელი ჩაიდინა, ნამდვილად მოგზავნილი იყო, რათა უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს და გააჩაღოს ომი. ის ბიჭი, რომელიც დაჭრილია, უაღრესად კარგი ადამიანია. ვიღაცამ სპეციალურად გააკეთა, რათა ჩირქი მოსცხოს აქაურობას. რა თქმა უნდა, ამხელა წმინდანს ყველა ებრძვის", - განაცხადა მრევლის წევრმა.

წყარო და ვიდეო : "რუსთავი2"