"ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით" - რა კომენტარს აკეთებს ჭადრაკის ფედერაცია ცოტნე ივანიშვილზე? - კვირის პალიტრა

"ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით" - რა კომენტარს აკეთებს ჭადრაკის ფედერაცია ცოტნე ივანიშვილზე?

"უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია" - ასე ეხმაურება ჭადრაკის ფედერაცია „თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, ცოტნე ივანიშვილის მიერ საპატიო პირველი სვლის გაკეთებას.

"უმაღლესი კატეგორიის ტურნირებში გავრცელებული პრაქტიკაა პირველი სვლის გაკეთების ტრადიცია.ცოტნე ივანიშვილი წლების განმავლობაში ინტენსიურად მეცადინეობს ჭადრაკში საერთაშორისო დიდოსტატის დახმარებით და მისი მოქმედი რეიტინგი საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმაზე ‘chess.com’ არის 2200-მდე", - წერს პოსტის კომენატრებში ფედერაცია.

ivanishvilicotneeeee-1724583976.png

„თბილისში, მიმდინარე ქალთა მსოფლიო გრან პრის მერვე ტურის ლიდერთა შეხვედრაში, საპატიო პირველი სვლა ცოტნე ივანიშვილმა გააკეთა,“ – აღნიშნული ინფორმაცია და ფოტო ჭადრაკის ფედერაციამ სოციალურ ქსელში 23 აგვისტოს გაავრცელა. აღნიშნულ პოსტს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ისინი დაინტერესდნენ, რა პრინციპით გააკეთა პირველი საპატიო სვლა ცოტნე ივანიშვილმა ქალთა მსოფლიო გრან პრიზე.