საქართველოში პლასტიკურ ოპერაციებს შორის ბლეფაროპლასტიკა ლიდერობს - კვირის პალიტრა

საქართველოში პლასტიკურ ოპერაციებს შორის ბლეფაროპლასტიკა ლიდერობს

ახლახან აღმოვაჩინე, რომ პლასტიკურ ოპერაციებში თურმე თვალის პლასტიკური­ ოპერაციები ლიდერობს. თუ რატომ, დაზუ­სტებით თქმა ძნელია. თვალი მართლაც მთელი სამყაროა და არა მარტო მის სიღ­რმეში, თვით ფორმაშიც კი ადამიანის არსი იკითხება... სამედიცინო ენაზე თვალის პლასტიკურ ოპერაციას ბლეფაროპლასტიკა ჰქვია და ბოლო წლებში, მათ შორის ჩვენშიც­, თვალების პლასტიკური ოპერაციით დაინტერესებულთა რიცხვი ათასობით იზრდება. ამიტომაც ბევრს აინტერესებს ოპერაციის მიმდინარეობა, ღირებულება, რისკები და რეაბილიტაციის დრო. სწორედ ამიტომ ამ თემაზე ვესაუბრეთ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პლასტიკურ ქირურგს, ლელა გამყრელიძეს:

- გამიკვირდა, როცა აღმოვაჩინე, რომ თვალის პლასტიკური ოპერაციებით ჩვენში ათიათასობით ადამიანია დაინტერესებული. საუბარი არა მაქვს მხედველობის ოპერაციებზე, არამედ მხოლოდ პლასტიკაზე, უბრალოდ, გალამაზებაზე.

- თქვენ რასაც პლასტიკურ გალამაზებას­ უწოდებთ, უმნიშვნელოვანესია ადამიანისათვის და ამაზე მოთხოვნა სულ არსებობს, ადამიანი სხეულის სილამაზეს ყოველთვის ანიჭებდა ერთ-ერთ მთავარ მნიშვნელობას.­ რაც შეეხება კონკრეტულად თვალებს, თავადაც მიმაჩნია, რომ თვალი ადამიანის არსის მთავარი გადმომცემია. "ახალგაზრდული­ თვალები" გარდა სილამაზისა, ახალგაზრდულ სულსა და მისწრაფებებს აჩვენებს. Aამი­ტომ არ არის გასაკვირი, რომ ამ ოპერაციის მსურველთა რაოდენობა სწრაფად იზრდება. თუ ადამიანს ასაკით მოშვებული­ ქუთუთო ან უპეები უშლის ხელს, რატომ არ უნდა მოიშოროს, მით უფრო, ამ დეფექტების აღმოფხვრა მედიცინისათვის მარტივია! თუმცა ზოგჯერ ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც თვალის ფორმის შეცვლა არა მარტო ასაკის გამო სურთ. არის შემთხვევები, როდესაც ახალგაზრდა ქალს ან მამაკაცს არ მოსწონს, ვთქვათ, ვიწრო თვალის ჭრილი და ფიქრობს, რომ თუკი გაიფართოებს, უფრო ლამაზი იქნება. თუმცა მსგავსი ოპერაციები ჩვენში მაინც იშვიათია. ალბათ, ბევრს უნახავს თვალის ქვემოთ დაკიდებული ე.წ. ბალიშები ან ასაკის­ გამო დაშვებული ქუთუთოები, რომლებიც­ თითქოს ზედა წამწამებს ეფარება. აი, სწორედ ამ დეფექტების მოშორება სურთ პაციენტებს. არაერთხელ მინახავს ამ ოპერაციის შედეგით გახარებული პაციენტი და მათ სიხარულს სიამოვნებით ვიზიარებ. არიან პაციენტები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ თვალის­ ესთეტიკური დეფექტები თავად მათ არაფერს უშლის, მაგრამ სხვებს­ არაესთეტიკურად ხვდებათ თვალში და სწორედ ამიტომ სურთ მოშორება.

- მივესალმები ადამიანებს, რომლებიც სილამაზისთვის მსხვერპლზე მიდიან და ამის გამო არ დაგიდევენ ოპერაციის შიშსა და თანხას.

- ოპერაციის შიში შესაძლოა მუდამ არსებობდეს, მაგრამ ბევრად მეტი ძალა აქვს ადამიანის სურვილს, იყოს ლამაზი და ჯანმრთელი. როდესაც ოპერაციისწინა ყველა გამოკვლევა ჩატარებულია და ექიმიც­ პროფესიონალია, შიში ნამდვილად არ არის გადაულახავი. რა თქმა უნდა, რო­გორც ნებისმიერი ქირ­ურგიული ჩარე­ვისას, უკ­უ­ჩვენება არსებობს­. მაგა­ლითად, ისეთი­ დაავა­დ­ე­ბები, როგორიცაა: დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დარღვე­ვები ან ოპერა­ციის გართულების რისკი.

- ოპერაციის რისკი რა შეიძლება იყოს?­

- მაგალითად, თვალის მიდამოს მსუბუქი პიგმენტაცია და მშრალი თვალის სინდრომი, თუმცა მალევე გაივლის. Aასე­ვე შეიძლება იშვიათად ქვედა ქუთუთოს დაქაჩვა, თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია.

- თითქმის მთელმა საქართველომ იცის 17 წლის ხატია თვაურის ამბავი, რომელიც ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ წლებია კომაშია. იმ დღიდან უამრავ ადამიანს­ ნარკოზის შიში დაეწყო. რამდენად იწვევს გართულებებს ნარკოზის გამოყენება?

- ისევე როგორც მედიცინის ნებისმიერი დარგი, ოპერაციისას ნარკოზის გამოყენებაც იმდენად დაიხვეწა, რომ გამონათქვამი "ნარკოზიდან ვერ გამოვიდა" ერთგვარ მითად იქცა, მით უფრო, რომ უკვე არსებობს ნარკოზის გამოყენების რამდენიმე მეთოდი. მცირე ქირურგიული ჩარევისას ზოგადი ანესთეზია ერთი პრეპარატითაც­ კი არის შესაძლებელი. თავად­ Aაპარატურაც, რომელსაც ანესთეზიოლოგი იყენებს, უმცირეს ნიუანსურ გადა­ხრაზეც იძლევა რეაქციას, რაზეც ექიმი მაშინვე რეაგირებს. ტრაგიკულ მიზეზად შესაძლოა თავად პაციენტის ორგანიზმში მიმდინარე გარდაუვალი ცვლილებები იქცეს, რაზეც­ მედიცინას პასუხი არა აქვს. საბედნიეროდ, მსგავსი შემთხვევები უმცირესია. ოპერაციათა უმეტესობას ნარკოზის გარეშე ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება თვალის პლასტიკურ ოპერაციებს, ეს პაციენტის არჩევ­ანია, შეუძლია ნარკოზით, ან ადგილობ­რივი ანესთეზიით გაიკეთოს და ყველაზე ხშირად ასეც ვაკეთებთ.

- ოპერაცია რამდენ ხანს გრძელდება?

- დაახლოებით ერთი საათიდან საათ-ნახევრამდე. გააჩნია, მხოლოდ ჩამოშვებული­ ქუთუთოებია გასასწორებელი თუ მასთან ერთად თვალის "ბალიშები" ან ცხიმგროვე­ბი­. რეაბილიტაცია კი იოლია - არის მცირე­ შეშუპებები, თუმცა მეოთხე დღეს პაციენტს უკვე ნაკერები ეხსნება. ახალგაზრდული იერიც, რისთვისაც ოპერაცია გაიკეთა, 1,5-2 თვის შემდეგ უბრუნდება.

- რამდენ ხანს დარჩება ადამიანს ოპერაციის შემდეგ ე.წ. ახალგაზრდული თვალები?

- არცთუ ცოტა ხანს - დაახლოებით 8-10 წელიწადს.

- ერთ-ერთი მთავარი კითხვაც: რა ღირს თვალების პლასტიკური ოპერაცია?

- ფასს კლინიკები აწესებენ და დამოკიდებულია იმაზე, რას იკეთებს პაციენტი. საბოლოოდ თვალების სრული პლასტიკური მოწესრიგება 5.000 ლარამდე ღირს.

- არც ისე მცირეა, მით უფრო, რომ პლასტიკურ ოპერაციებს, გამონაკლისების გარდა, არ აფინანსებს სახელმწიფო. თუმცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს...

- დიახ, ასეა. პლასტიკური ოპერაციებით შეიძლება სრულად შეიცვალოს ტუჩის, ყვრიმალების, ნიკაპის ფორმა, გასწორდეს ნაოჭები, ჩატარდეს აურიკულოპლასტიკა და ა.შ., ამით კი ადამიანი გაბედნიერდეს, რაც ბევრს ნიშნავს.

- აურიკულოპლასტიკა რა არის?

- ყურის პლასტიკური ოპერაცია, რომელიც ყურის ნიჟარის ფორმას ცვლის ან აღადგენს, თუ საჭიროა. გსმენიათ, ალბათ, ე.წ. გამოშვერილი ყურების შესახებ, რაც ადამიანს ბავშვობიდანვე აკომპლექსებს და დიდობაშიც გადადის. სასურველია ასეთი ოპერაციები 5 წლამდე ასაკში გაკეთდეს, თუმცა მოზრდილობაშიც მარტივი ოპერაციაა. შედეგი, ერთი მხრივ, დეფექტს ხსნის, მეორე მხრივ, კომპლექსს.

- ძალიანაც კარგი. წარმატებას გისურვებთ ადამიანების გალამაზებაში თქვენ და ყველა პლასტიკურ ქირურგს.

- გმადლობთ. სილამაზით ტკბობა ნამდვილად გვესაჭიროება. ვისურვებდი, რომ ეს ბევრმა ჩვენგანმა შეძლოს.