"უბრალოდ ის ფოტოა, რომელიც მოგვინდა დაგვედო" - რას ამბობს ვახო კანდელაკი მარიამ როინიშვილთან ურთიერთობაზე?
მარიამ როინიშვილი და ვახო კანდელაკი შეყვარებულები არიან. მომღერლისა და მსახიობის რომანის შესახებ, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, თუმცა ამ ფაქტის შესახებ მარიამ საუბარი არ სურდა. ზოგადად, ბოლო დროს, მარიამი მედიასთან პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს ერიდება.
"ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც წყვილი ერთადაა, კომენტარებში ბედნიერებას უსურვებენ და მარიამს არჩევანს უწონებენ.
"საყვარელი გოგო ხარ, მიხარია შენი ბედნიერება...“
"როგორ გამიხარდა, იბედნიერეთ და იმრავალჟამიერეთ!“
"როგორ მიხარია! მარიამ, თქვენ ხართ საუკეთესო გოგო! იმსახურებთ უდიდეს ბედნიერებას.“
ambebi.ge კომენტარზე ვახო კანდელაკს დავუკავშირდით. როგორც მან გვითხრა, ისინი ჯერ არ დაოჯახებულან.
ვახო კანდელაკი:
- უბრალოდ ის ფოტოა, რომელიც მოგვინდა დაგვედო, სერიოზული არაფერია.
- გვიდასტურებთ, რომ დიდი ხანია შეყვარებულები ხართ და ერთად ხართ.