"თქვენ რომ იცით, გრამაფონშია. მშენებლობის კუთხით, ბნელა აქო და რა გეშველებათო, თქვენზე "მეჭორავებიან" აზრზე მოსული ევროპელები და ამერიკელები"
სეისმოლოგი თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"როგორც რიკოთმა დაიწყო სილის გაწნა (და ჯერ კიდევ სად ვართ, აწი უფრო გართულდება) ისე შემოსცხებს ხელუკუღმას გრუნტის ჭრა და კორპუსომანია ამ ქვეყანას.
სამწუხაროდ, ჩვენ არ ვიცით ის, რა არ ვიცით!
არც სახელმწიფო მოხელეებს, არც სამშენებლო “ისტებლიშმენტს”, არც გაბიზნესმენებულ და გამოპოლიტიკოსებულ სპორტსმენებს და “სელებრითებს”, წარმოდგენაც კი არა აქვთ ამ ქვეყანაში არსებულ საფრთხეებზე.
კარგად ვაშენებთო, ვიცითო.
ვაი, თქვენს პატრონს, თქვენ რომ იცით, გრამაფონშია.
ნეტა იმდენი ინგლისური იცოდეთ, გესმოდეთ, რას “მეჭორავებიან” თქვენთან შეხვედრის შემდეგ, ცოტა აზრზე მოსული ავროპელი და ამერიკელი სპეციალისტები. მშენებლობის კუთხით, ბნელა აქო და რა გეშველებათო".