რამზან კადიროვის შვილი ადამ კადიროვი კადიროვის ორდენით დაჯილდოვდა - ჩეჩნეთში "ცირკი" გრძელდება
ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის შვილი, ადამ კადიროვი კადიროვის ორდენით დაჯილდოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ადამ კადიროვი მამამისის, რამზანის დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებს.
"ეს ღირსეული აღიარებაა მისი მაღალი მორალური ღირებულებები. ადამი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტია, ნამდვილი მუსულმანი და ჩეჩენია" - განაცხადა ჩეჩნეთის ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა.
ადამ კადიროვის დაჯილდოების "მარათონი" 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც რამზან კადიროვმა ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი 15 წლის შვილი პატიმარ ნიკიტა ჟურაველს სცემს. ჟურაველს ყურანის დაწვაში ადანაშაულებდნენ.
2023 წლის ნოემბერში ადამ კადიროვმა მიიღო შემდეგი მედლები: ჩეჩნეთის გმირის, ორდენი ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ყაბარდო-ბალყარეთის წინაშე დამსახურების გამო, თათარსტანის ორდენი "დუსლიკი", ყარაჩაი-ჩერქეზეთის სულიერი სამმართველოს მთავარი ორდენი, ჩეჩნეთის პარლამენტის ორდენი "დეიმეხკან სიი", ორდენი "ისლამური რელიგიის სამსახურისთვის", რუსეთის შრომის ორდენი და ორდენი "რუსეთის სპეცრაზმის უნივერსიტეტის" განვითარებისთვის.