"ამ ტრაგედიამ ჩააქრო სიხარული, სევდით და ტკივილით აგვივსო გულები" - ვინ იყვნენ 15 წლის მოზარდები, რომლებიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლნენ - კვირის პალიტრა

"ამ ტრაგედიამ ჩააქრო სიხარული, სევდით და ტკივილით აგვივსო გულები" - ვინ იყვნენ 15 წლის მოზარდები, რომლებიც ბათუმში ავარიას ემსხვერპლნენ

ბათუმში, 23 აგვისტოს, აეროპორტის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად დაღუპული მოზარდები უჩა ბერიძე და გოგიტა ათაბაგი არიან.

"ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლiს კოლექტივი ღრმა მწუხარეობით იუწყება, რომ ტრაგიკულად დაიღუპა ჩვენი 2 მოსწავლე...

ამ ტრაგედიას ვერაფერს დავარქმევ, ეს უსაზღვრო გაუსაძლისი ტკივილია ჩვენი სკოლის მე-9 (ა) და მე-9 (ბ) კლასის მოსწავლეებმა უჩა ბერიძემ და გოგიტა ათაბაქმა სასწავლო წლის დასაწყისის მოლოდინს ფერები შეუცვალა, ჩაამუქა, ჩააქრო სიხარული და სევდით და ტკივილით აგვივსო გულები...

თქვენმა ხანმოკლე ცხოვრებამ სამარადისო კვალი დატოვა ჩვენში, მიჭირს ამის თქმა... მაგრამ სამარადისოდ ნათელში იყავით ჩვენო ვაჟკაცო ბიჭებო" - წერს თამრიკო გოგიშვილი სოციალურ ქსელში.

palitravideo.ge