ხობში ძმამ ძმა დაჭრა - კვირის პალიტრა

ხობში ძმამ ძმა დაჭრა

ხობის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება პირს, რომელმაც ძმას ჭრილობები მიაყენა, სამართალდამცავებმა დააკავეს.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.

"ინტერპრესნიუსი"