"აეროპორტში არავინ დახვდა, თუმცა აჩუქეს 10 000 ლარი, ბინა, ემიგრანტებმა კი 5 000 დოლარი" - კვირის პალიტრა

"აეროპორტში არავინ დახვდა, თუმცა აჩუქეს 10 000 ლარი, ბინა, ემიგრანტებმა კი 5 000 დოლარი"

მსოფლიო ჩემპიონი, პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე საქართველოში დაბრუნდა. მის ჩამოსვლას სოციალურ ქსელში ასეთი გამოხმაურება მოჰყვა:

"ფეისბუქ" მომხმარებელი ჟორჟ ჟამერაშვილი წერს:

"პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს ვახტან ახობაძეს სახლში დაბრუნებისას აეროპორტში არავინ დახვდა.

არც ფედერაციიდან, არც გულშემატკივრებიდან, არც მთავრობიდან და არც მედიიდან.

უფრო მეტიც, ის ავტობუსით დაბრუნდა სახლში.

საუბარი მაქვს ქუთაისში დაბრუნებაზე.

სამწუხაროა, ეს ყოველივე და ასეთი ხალხის არ დაფასებისთვის ყველა დამნაშავე ვართ".

მეორე პოსტი:

"ვახტან ახობაძეს არავინ დახვდა აეროპორტში, მაგრამ საზოგადოების დიდმა გამოხმაურებამ სოციალურ ქსელებში და ერთობამ შედეგი გამოიღო.

დილიდან მხვდება პოსტები თუ როგორ ახალისებენ მის შრომას კომპანიები.

აი ეს ძალა აქვს ერთიანობას, ეს ერთიანობაა საჭირო ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღის წესრიგისთვის და ბედნიერი ვარ რომ ამ ერთიანობის შექმნაში მეც საკმაო წვლილი შევიტანე"

"ფეისბუქ" მომხმარებელი თამთა შავგულიძე წერს:

"განახლება!!!

ვახტან ახობაძეს აეროპორტში კი არავინ დახვდა, მაგრამ დღეს სხვადასხვა კერძო კომპანიამ საჩუქრები გადასცა - ბინა, 10 000 ლარი და ერთ-ერთმა მათგანმა ხანგრძლივი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის ძალითაც, დააფინანსებს სპორტსმენის საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობას და ბოლოს, მაგრამ ყვეეელაზე ძვირფასი ამბავი - ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა ვახტან ახობაძეს შეუგროვეს და 5000 დოლარი გამოუგზავნეს ჯილდოდ!

როგორ მომწონს ჩვენი საზოგადოება ამ ბოლო დროს, როგორი დასავლური გახდა ჩვენში ღირებულებები და როგორ ძლიერდება ჩვენში ევროპელობა და დასავლელობა.

ზოგადად აეროპორტში არავინ დახვდა, სამაგიეროდ ჩვენ ხომ ვართ? გადაზიარებით და თითო მადლობით, მთელ ქართულ ინტერნეტს შეგვიძლია მივწვდეთ და ვირტუალურად გამოვუხატოთ ჩემპიონის საკადრისი მადლიერება. გადავაზიაროთ ჰეშთეგებით #Vakhtangakhobadze #ვახტანგახობაძე და კიდევ ერთხელ მივულოცოთ და მადლობა ვუთხრათ ქვეყნის წარმატებისთვი".