მდინარე ლიახვში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

მდინარე ლიახვში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

ქარ­თულ­მა მხა­რემ მდი­ნა­რე ლი­ახვში მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას “ეხო­კავ­კა­ზა“ ავ­რცე­ლებს.

რო­გორც 26 აგ­ვის­ტოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მას შემ­დეგ რაც ცხე­და­რი იქნა აღ­მო­ჩე­ნი­ლი, ქარ­თულ­მა მხა­რემ სამ­ხრეთ ოსელ კო­ლე­გებს ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ფორ­მატ­ში აც­ნო­ბა და გა­მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, გა­უ­ჩი­ნარ­და თუ არა ადა­მი­ა­ნი სამ­ხრეთ ოსეთ­ში.

“თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტკონ­ფლიქ­ტუ­რი მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ში სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლის, იე­გორ კო­ჩი­ე­ვის თქმით, მას ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­დნენ.

“ქარ­თულ­მა მხა­რემ მო­ი­თხო­ვა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, გა­უ­ჩი­ნარ­და თუ არა ადა­მი­ა­ნი სამ­ხრეთ ოსეთ­ში. მათ გა­ნა­ცხა­დეს, რომ მდი­ნა­რე ლი­ახ­ვა­ში მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ჩი­ევ­მა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო „რეს­თან“ და აღ­ნიშ­ნა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა ხდე­ბა ირეს­პუბ­ლი­კა­ში შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბით“, - წერს სა­ა­გენ­ტო.

სამ­ხრეთ ოსე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წყა­რომ Sapa-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ ამ დრო­ის­თვის სამ­ხრეთ ოსეთ­ში და­კარ­გუ­ლად მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი - ვა­დიმ აჯი­ე­ვი ით­ვლე­ბა. მა­მა­კა­ცი მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში გა­უ­ჩი­ნარ­და, ხან­გრძლივ­მა ძებ­ნამ შე­დე­გი არ გა­მო­ი­ღო. უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლებს და­კარ­გუ­ლე­ბის შე­სა­ხებ სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ აქვთ.