ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი იმყოფებოდა: გელა ინალიშვილის სოხუმში ჩასვლას კრიტიკა მოჰყვა

ვე­ტე­რა­ნი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, გელა ინა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სო­ხუ­მის "დი­ნა­მო­ში" 1984-1989 წლებ­ში თა­მა­შობ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­დაც სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს" ეწ­ვია. ის კლუ­ბის მო­თა­მა­შე­ებს "დი­ნა­მოს" პრე­ზი­დენ­ტმა ას­ტა­მურ ად­ლე­ი­ბამ გა­აც­ნო.

"რო­დე­საც სო­ხუ­მის დი­ნა­მო პირ­ველ ლი­გა­ში გა­და­ვი­და ის შე­მად­გენ­ლო­ბის აქ­ტი­უ­რი წევ­რი იყო, პირ­ველ გუნდში თა­მა­შობ­და“, - აღ­ნიშ­ნა ად­ლე­ი­ბამ.ინ­ფორ­მა­ცია ინა­ლიშ­ვი­ლის სო­ხუმ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ში" კლუ­ბის გვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია:

"ყო­ფილ მო­თა­მა­შეს, სო­ხუ­მის დი­ნა­მოს ვე­ტე­რანს, გელა ინა­ლიშ­ვილს მი­ვე­სალ­მეთ, გავცვა­ლეთ სა­ჩუქ­რე­ბი, გელა ირაკ­ლი­ვი­ეჩ­მა კლუბს ბურ­თე­ბი გა­დას­ცა, ჩვენ კი დი­ნა­მო სო­ხუ­მის შარ­ფი ვა­ჩუ­ქეთ“.

ინა­ლიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა სო­ხუ­მის "დი­ნა­მოს“ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან "ტე­ლეგ­რა­მის" აფხა­ზურ არ­ხებ­ზე ერთი თვის შემ­დეგ გახ­და გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. "აფხა­ზუ­რი პორ­ტა­ლი“ წერს, რომ ინა­ლიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეა. იხილეთ სრულად