რას აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური? - გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
გლდანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცნობისთვის, ხანძარი, ცოტა ხნის წინ, გლდანში, მე-5 მიკრო რაიონში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე გაჩნდა.
"ინტერპრესნიუსი"