"გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა... კარიკატურას ვადარებ ჯაზურ იმპროვიზაციას, როცა წინასწარ არ იცი, სად წაგიყვანს მელოდია და უსასრულოდ იძირები სიახლის ძიებაში" - კვირის პალიტრა

"გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა... კარიკატურას ვადარებ ჯაზურ იმპროვიზაციას, როცა წინასწარ არ იცი, სად წაგიყვანს მელოდია და უსასრულოდ იძირები სიახლის ძიებაში"

"ქართველი ემიგრანტები რომ გავიცანი, მათი შვილები ჟოზეს სიმღერებს ღიღინებდნენ"

"კარიკატურას ვადარებ ჯაზურ იმპროვიზაციას, როცა წინასწარ არ იცი, სად წაგიყვანს მელოდია და უსასრულოდ და ღრმად იძირები სიახლის ძიებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კარიკატურა ჩემთვის იუმორისტული სიურრეალიზმია", - ამბობს მხატვარ-კარიკატურისტი კემო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ კარიკატურისტების კიდევ ერთ კონკურში გაიმარჯვა.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ისქაში" გაერთიანებულია 700-მდე მხატვარი-კარიკატურისტი მთელი მსოფლიოდან, მათ შორის მეც. ბოლო ათწლეულის განმავლობაში რამდენჯერმე ტოპსამეულში გასვლა შევძელი, თუმცა შარშანდელმა პირველმა ადგილმა დიდი წინსვლა მომიტანა და მოტივაცია შემძინა კარიერული კუთხით. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დაახლოებით 3 კვირის წინ, ჩემი გოგონას (ანანო კემულარიას) თხოვნით გადავწყვიტე, კვლავ მიმეღო მონაწილეობა. კარიკატურა თემის მიხედვით დავხატე. გამარჯვების მოლოდინი არ მქონდა..."

"კარიკატურას ვადარებ ჯაზურ იმპროვიზაციას, როცა წინასწარ არ იცი, სად წაგიყვანს მელოდია და უსასრულოდ და ღრმად იძირები სიახლის ძიებაში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კარიკატურა ჩემთვის იუმორისტული სიურრეალიზმია..." "საერთო ჯამში, უამრავი ჯილდო მაქვს მსოფლიოს ასპარეზზე. პირველი ადგილი კი მეორედ მერგო. სტიმულის მომცემია, როდესაც ისეთი ადამიანები გაღიარებენ და დიდ პატივისცემას გამოხატავენ, ვის ნახატებზეც სწავლობდი ხატვას პატარაობისას..."

" ბევრ ქვეყანაში საქართველო და ქართველი კარიკატურისტები განიხილებიან, როგორც ძლიერი, დასაფასებელი და საპატიო მონაწილეები. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა არაერთხელ ვასახელე მსოფლიოში, ძალიან ბევრ ღირსეულ მხატვარს და ჯგუფს შევაყვარეთ ჩვენი სამშობლო, მეც და ზალიკომაც..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი