ტრაგედია იუსტიციის სამინისტროსთან - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი - კვირის პალიტრა

ტრაგედია იუსტიციის სამინისტროსთან - დაღუპულია ახალგაზრდა ქალი

იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი, უწყების შენობის მაღალი სართულიდან გადმოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 30-წლამდე ქალია.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"