"არც კი იკად­რეს გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, რომ პა­ცი­ენ­ტი და­ე­ღუ­პათ. პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მიგ­ზავ­ნეს - აპა­რა­ტი­დან უნდა გა­მორ­თონ აზრი აღარ აქ­ვსო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"არც კი იკად­რეს გა­მო­სუ­ლიყ­ვნენ და ეთ­ქვათ, რომ პა­ცი­ენ­ტი და­ე­ღუ­პათ. პო­ლი­ცი­ე­ლი მო­მიგ­ზავ­ნეს - აპა­რა­ტი­დან უნდა გა­მორ­თონ აზრი აღარ აქ­ვსო..." - ახალნამშობიარები ქალის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებენ

გო­რის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში ახალ­გაზ­რდა ქალი და­ი­ღუ­პა - უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა კლი­ნი­კა “გორ­მედ­ში”, 2 კვი­რის წინ მოხ­და.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, და­ღუ­პუ­ლია 30 წლის მაგ­და ბა­ლი­აშ­ვი­ლი. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზებს გა­მო­ძი­ე­ბა ად­გენს, მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოც. და­ღუ­პუ­ლის ოჯახს პრე­ტენ­ზი­ე­ბი მე­დი­კო­სე­ბის მი­მართ აქვთ და მძი­მე შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მათ აკის­რე­ბენ.

ამის თა­ო­ბა­ზე ისი­ნი "მთა­ვარ არხთან" სა­უბ­რო­ბენ:

"ჩა­მო­ვი­და ექთა­ნი და გვი­თხრა, წა­მობ­რძან­დით მე­უღ­ლე და დედა, რომ თქვე­ნი შვი­ლი ნა­ხო­თო. წა­ვე­დით პა­ლა­ტა­ში, ჩემი შვი­ლი კარ­გად იმ­ყო­ფე­ბო­და, ნორ­მა­ლუ­რად შეგ­ვხვდა. სა­ღა­მოს 6 სა­ა­თი რომ მო­ვი­და, ექიმ­მა შე­ა­მოწ­მა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო, გა­და­ა­ბა­რა მო­რი­გე ექიმს და წა­ვი­და სახ­ლში. 9-ის ნა­ხე­ვარ­ზე შე­იქ­მნა ცუ­დად. ელექტრო­შო­კი გა­მო­ი­ყე­ნეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გა­უ­ჩერ­დაო...

არა­ფე­რი არ უთ­ქვი­ათ, ვერ გა­ი­გეს თვი­თო­ნაც. ბავ­შვი უკვე სის­ხლის­გან იყო დაც­ლი­ლი. სის­ხლს რომ უღებ­დნენ ვე­ნას ვე­ღარ პო­უ­ლობ­დნენ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლის დედა.

გარ­დაც­ვლილს, ახალ­შო­ბი­ლის გარ­და, 4 წლის შვი­ლი დარ­ჩა. გააგრძელეთ კითხვა