"20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა...ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი" - თეა დარჩია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს - კვირის პალიტრა

"20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა...ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი" - თეა დარჩია შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს

მოცეკვე თეა დარჩია შვილს, მარიამ მათიაშვილს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციური პოსტს უძღვნის:

"ჩემო პირველო სიხარულო და ბედნიერებავ, ჩემო ანგელოზო, 20 წლის ვიყავი, რომ გამიჩნდი, ომის გამო ყველა სამშობიარო დაკეტილი იყო ერთის გარდა და მეთერთმეტე ვიწექი პალატაში, რომ მოგიყვანეს ტოლმასავით გახვეული დიდი ლოყები და უზარმაზარი თვალები გიჩანდა მხოლოდ,ჩაგიწვინე მუხლებში და საათობით გიყურებდი, სიხარულის და ბედნიერების ცრემლები მცვიოდა და ვფიქრობდი,ნეტავ რა აზრი ჰქონდა ცხოვრებას შენამდე.33 წელია მიყვარხარ და სულ მეყვარები, სანამ პირში სული მიდგას და მერეც მეყვარები უსასრულოდ. ბედნიერებას გისურვებ და ულევ სიყვარულს, ჩემი სიამაყე, სიმშვიდე და იმედი ხარ შენ… გილოცავ დაბადების დღეს და მომავალი პატარა ანგელოზი გოგოს დედობას მაშინ, კი ბოლომდე მიხვდები რა ძლიერად მიყვარხარ" - წერს დაჩია "ფეისბუქზე".