"უშიშარი და საიმედო"- რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე? - კვირის პალიტრა

"უშიშარი და საიმედო"- რას წერს New York Times-ი ქართველ მეკარეზე?

New York Times სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი­სა და ახლა უკვე "ლი­ვერ­პუ­ლის" მე­კა­რის, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს.

მა­მარ­დაშ­ვილ­ზე ვრცე­ლი რე­პორ­ტა­ჟი გა­მო­ცე­მამ მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც გი­ორ­გიმ ბრი­ტა­ნულ წამ­ყვან კლუბ “ლი­ვერ­პულ­თან” გა­ა­ფორ­მა კონ­ტრაქ­ტი.

შე­გახ­სე­ნებთ, "ლი­ვერ­პულ­მა" მა­მარ­დაშ­ვი­ლი 30+5 მი­ლი­ონ ევ­როდ შე­ი­ძი­ნა და ამ სე­ზონ­ში იჯა­რით ეს­პა­ნურ "ვა­ლენ­სი­ა­ში" და­ტო­ვა, "ლი­ვერ­პუ­ლის" რი­გებ­ში კი 2025 წლის ზა­ფხულ­ში, სა­მუ­შაო ვი­ზის მი­ღე­ბის შემ­დეგ გა­და­ვა.

ეს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტრანსფე­რია.

New York Times-ის სტა­ტი­ას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს სახე მო­ღუ­შუ­ლი ჰქონ­და...

2021 წელი იდგა, მა­მარ­დაშ­ვილს “ვა­ლენ­სი­ა­ში” მხო­ლოდ ექ­ვსი მატ­ჩი ჰქონ­და ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ეს ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის, ევ­რო­პის ტოპ ლი­გებ­ში თა­მა­შის თვალ­საზ­რი­სით, დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო...

მე­კა­რე, რო­მელ­საც “ლი­ვერ­პუ­ლი” გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში პირ­ველ ნომ­რად ხე­დავს, დღეს უკვე მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სოა, თუმ­ცა 3 წლის წინ, სე­ვი­ლი­ა­ში მატ­ჩი დრა­მა­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და - პირ­ველ 21 წუთ­ში სამი გო­ლის გაშ­ვე­ბა და შეც­დო­მა, რო­მელ­საც სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში და­უს­რუ­ლებ­ლად ატ­რი­ა­ლებ­დნენ, ნად­ვი­ლად არ იყო ის და­სა­წყი­სი, რომ­ლის იმე­დიც მა­მარ­დაშ­ვილს ჰქონ­და.

იმ სა­ღა­მოს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან ერ­თად, თვითმფრი­ნა­ვით ხან­მოკ­ლე მგზავ­რო­ბი­სას, მა­მარ­დაშ­ვილს თავი ჰქონ­და დახ­რი­ლი და ხმას არ იღებ­და. გი­ორ­გის აე­რო­პორ­ტი­დან გა­მოს­ვლი­სას, მისი ახ­ლობ­ლე­ბი დის­ტან­ცი­ას იცავ­დნენ. სი­მარ­თლე რომ ვთქვათ, გან­სა­ხილ­ვე­ლიც დი­დად არა­ფე­რი იყო.

მა­შინ 20 წლის მა­მარ­დაშ­ვი­ლი “დი­ნა­მო” თბი­ლი­სი­დან ახა­ლი გა­და­სუ­ლი იყო და პირ­ველ გუნდში სულ ცოტა, ხუთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში აღარ ათა­მა­შებ­დნენ - რაც ასე­თი კა­ტას­ტრო­ფუ­ლი თა­მა­შის გა­და­სა­ხარ­შად საკ­მა­ოდ დიდი დროა.

თუმ­ცა მა­მარ­დაშ­ვი­ლი უკვე მე­ო­რე დღეს სხვა ადა­მი­ა­ნი იყო.

"ეს მისი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლაა", - ამ­ბობს მიხა გა­ბე­ჩა­ვა, მისი მე­გო­ბა­რი და ბელ­გი­უ­რი გუნ­დის, “გენ­ტის” სკა­უ­ტი, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად მა­მარ­დაშ­ვი­ლი მა­შინ გა­იც­ნო, როცა ის ად­გი­ლობ­რივ სა­ა­გენ­ტო­ში მუ­შა­ობ­და, - "შე­უძ­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ი­ვი­წყოს, რომ რა­ღაც ცუდი მოხ­და. მან ზუს­ტად იცის, რო­დის და­ა­ჭი­როს გა­მორ­თვის ღი­ლაკს ხელი და ხე­ლახ­ლა ფო­კუ­სირ­დეს".

ეს პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა იყო, რო­მე­ლიც მა­მარ­დაშ­ვილ­მა მა­შინ დაძ­ლია, რო­დე­საც ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო მოქ­ცე­უ­ლი. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­შიც აკ­რი­ტი­კებ­დნენ, მაგ­რამ კრი­ტი­კა არას­დროს ყო­ფი­ლა ისე­თი მწვა­ვე, რო­გორც - ლა ლი­გა­ში, “ვა­ლენ­სი­ა­ში”, სა­დაც ყო­ვე­ლი თა­მა­ში მთელ მსოფ­ლი­ო­ში გა­და­ი­ცე­მა და ვერ­სად და­ი­მა­ლე­ბი.

მა­მარ­დაშ­ვი­ლი იმ კა­ტე­გო­რი­ის სპორ­ტსმე­ნი არ არის, რო­მე­ლიც უკან იხევს. მის­მა ძველ­მა მწვრთნელ­მა, გი­ორ­გი ჭი­აბ­რიშ­ვილ­მა, რო­მელ­მაც გი­ორ­გის 2020 წელს თბი­ლი­სის “ლო­კო­მო­ტივ­ში” არენ­დით თა­მა­შის დროს პირ­ველ გუნდში დე­ბი­უ­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა, The Athletic-ს კი­დევ ერთი ის­ტო­რია უამ­ბო, რაც კი­დევ ერთხელ უს­ვამს ხაზს მე­კა­რის გო­ნებ­რივ სიძ­ლი­ე­რეს.

"მისი პირ­ვე­ლი თა­მა­ში ჩემ­თან სა­ში­ნე­ლი იყო", - თქვა მან, - "ბა­თუ­მის “დი­ნა­მომ” ოთხი გოლი გა­ი­ტა­ნა, პირ­ვე­ლი გო­ლი­სას შეც­დო­მა და­უშ­ვა, მაგ­რამ მისი რე­აქ­ცი­ი­დან საკ­მა­რი­სი და­ვი­ნა­ხე, რომ მისი ხა­სი­ა­თის შე­სა­ხებ მეტი გა­მე­გო. შეც­დო­მის შემ­დეგ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იქ­ცა ბურ­თის­კენ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­ნე­ახ­ლე­ბი­ნა თა­მა­ში და იმ მო­მენ­ტი­დან ვი­ცო­დი, რომ ის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­კა­რე იქ­ნე­ბო­და, ისე­თი, ვის­ზეც დაყ­რდნო­ბას შევ­ძლებ­დი".

ასე­თი თვი­სე­ბე­ბი ფეხ­ბურ­თელს მომ­დევ­ნო წლებ­ში კარ­გად გა­მო­ად­გა და მო­მა­ვალ­შიც ასე უნდა იყოს, რო­დე­საც, ბო­ლოს და ბო­ლოს, “ლი­ვერ­პულ­ში” გა­და­ვა: მა­მარ­დაშ­ვი­ლი მომ­დევ­ნო სე­ზონს “ვა­ლენ­სი­ა­ში” გა­ა­ტა­რებს, 2025 წლი­დან კი ბრი­ტა­ნულ კლუბს შე­უ­რეთ­დე­ბა.

მა­მარ­დაშ­ვი­ლის და­მა­ტე­ბის მცდე­ლო­ბი­სას “ლი­ვერ­პუ­ლის” ამ­ჟა­მინ­დელ პირ­ველ ნო­მერ­თან, ალი­სონ­თან მიმ­დი­ნა­რე­ობ­და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი. მო­მა­ვალ სე­ზონ­ში ქარ­თველს მი­ე­ცე­მა შან­სი, სა­წყი­სი პო­ზი­ცი­ის­თვის იბ­რძო­ლოს... იხილეთ სრულად