ვინ არის ფსიქიატრი ანა ცივილევა და რა აკავშირებს მას ვლადიმერ პუტინთან?
ამ ცოტა ხის წინ, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო მდივნად რუსეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ანა ცივილევა დანიშნა. განკარგულება იურიდიულ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნდა.
ცივილევა თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2024 წლის ივნისში გახდა და პასუხისმგებელი იყო სამხედრო პერსონალის სოციალური და საბინაო დახმარების ორგანიზებაზე.
ანა ცივილევას ქმარი, კემეროვოს ოლქის ყოფილი გუბერნატორი სერგეი ცივილევი, წელს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. 2023 წლის აპრილიდან ცივილევა ხელმძღვანელობს ფონდს "სამშობლოს მცველები,“ რომელიც ეხმარება უკრაინის ომის ვეტერანებს, დონბასის ბრძოლების მონაწილეებს (2014 წლის მაისიდან) და დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებს
რუსული ოპოზიციური მედია ამტკიცებს, რომ ანა ცივილევა ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილია. მათი ინფორმაციით, ცივილევას ქალიშვილობის გვარია პუტინა და არა ლოგინოვა, როგორც ეს არის ცნობილი (გვარი ლოგინოვა პირველი ქორწინებისას, ფსიქიატრ ლევ ლოგინოვზე ქორწინების შემდეგ მიიღო). ანა ივანოვოში დაიბადა, მამა კი რუსეთის პრეზიდენტის ბიძაშვილია.
ვინ არის რეალურად ანა ცივილევა?
ანა ცივილევას ბიოგრაფია ქალაქ ივანოვოდან იწყება. ის 1972 წლის 9 მაისს მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მშობლები ექიმები იყვნენ, ბევრს მუშაობდნენ და მათი არყოფნის შემთხვევაში, სახლში ყველაფერს უფროსი და მართავდა, რომელიც ანაზე 15 წლით უფროსი იყო. იხილეთ სრულად