მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს - კვირის პალიტრა

მოსამართლე გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლო დღევანდელ სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის სადაო ნორმებთან ერთად, მათ შორის კანონის შეჩერებასთან დაკავშირებით იმსჯელებს.

მოსამართლემ მედიასთან მცირე კომენტარი, სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

„დღეს სხდომა გაიმართება, სადაც ვიმსჯელებთ სადაო ნორმების კონსტიტუციით დაცულ უფლებებთან მიმართებით და ასევე, მსჯელობა გვექნება, იმ შუამდგომლობების ირგვლივ, რომლებიც მხარეებს ამ ეტაპზე დაყენებული აქვთ. მათ შორის, შეჩერებასთან [დაკავშირებითაც უნდა ვიმსჯელოთ]“, - აღნიშნა მოსამართლემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვას დღეს, 11:00 საათზე დაიწყებს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.