დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა - კვირის პალიტრა

დააკავეს მამაკაცი, რომელმაც გურჯაანში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.

"ინტერპრესნიუსი"

"კარგი მეუღლე ჰყავდა, ეჭვიანობის საფუძველი მას არ ჰქონდა...პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, რომ დათვრებოდა, სულ სხვა ადამიანი იყო"