17-დან 5 ბანკი ზარალზეა - მხოლოდ ორ ბანკზე მოდის მთლიანი მოგების 88,4%
საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა, მთლიანი მოგების 88,4% კი მხოლოდ ორ ბანკზე მოდის - ასეთია კომერციული ბანკების 2024 წლის იანვარ-ივლისის კონსოლიდირებული ფინანსური მაჩვენებლები.
კერძოდ, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, ბანკებმა შვიდი თვე 1 814 589 044 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. აქედან 88,4% ანუ 1 603 881 861 ლარი მხოლოდ ორ ბანკზე „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისიზე“ მოდის.